ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი ლედის სამეჯლისო კაბა


2009 წლის ინაუგურაციის სამეჯლისო კაბაც ახალგაზრდა ტაილანდელ დიზაინერს ეკუთვნოდა

ინაუგურაციის დღეზე მიშელ ობამა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. განსაკუთრებული დაინტერესება პირველი ლედის ჩაცმულობამ ინაუგურაციის მეჯლისზე გამოიწვია.

ორშაბათს ინაუგურაციის მეჯლისზე მიშელ ობამას დიზაინერ ჯეისონ ვუს მიერ ამ დღისთვის სპეციალურად შექმნილი წითელი ფერის საღამოს კაბა ეცვა. ამ ახალგაზრდა ტაილანდელ დიზაინერს ეკუთვნოდა თეთრი აბრეშუმის მხარმოღებული კაბაც, რომელიც მიშელ ობამას 2009 წელს ინაუგურაციის მეჯლისზე ეცვა.

წინა ინაუგურაციის სამეჯლისო კაბა ვაშინგტონში ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმშია გამოფენილი.
XS
SM
MD
LG