ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გაიხსნა


ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის ლიდერებმა 826 კილომეტრიანი სარკინიგზო ქსელი, რომელიც სამ ქვეყანას აკავშირებს ოფიციალურად გახსნეს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სატვირთო გადაზიდვებთან ერთად მგზავრებსაც გადაიყვანს. აღნიშნულ მაგისტრალს მილიონზე მეტი მგზავრის და 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა შეეძლება.

სამი ქვეყანა ერთმანეთს უკვე უკავშირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით.

მაგისტრალის ინაუგურაციას, ილჰამ ალიევი, გიორგი კვირიკაშვილი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დაესწნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ასევე ყაზახეთის პრემიერ მინისტრი ბაკიტჟან საგინტაევი და უზბეკეთის პრემიერი აბდულა არიპოვი.

აღნიშნული პროექტის საფასურმა 1 მილიარდს გადააჭარბა და დაფინანსების დიდი ნაწილი აზერბაიჯანის სამთავრობო ნავთობის ფონდიდან იქნა გაღებული. ბაქოსა და თბილისის დამაკავშირებელი რკინიგზის განახლება 2007 წელს დაიწყო, თუმცა მისი დასრულება 2011 წლის შემდეგ რამდენჯერმე გადაიდო.

მაგისტრალი ჩინეთსა და ევროპას „ახალი აბრეშუმის გზით დააკავშირებს. მგზავრებს შეეძლებათ, ჩინეთის რომელიმე ქალაქიდან, ყაზახეთის გავლით, კასპიის ზღვის გადაჭრით, ბაქოში ჩაივდნენ, შემდეგ მაგისტრალის გამოყენებით თურქეთში, თურქეთიდან კი ევროპაში მოხვდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG