ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ექვს დღიანი აზიური ტურნე დაიწყო


ბაიდენმა ექვს დღიანი აზიური ტურნე დაიწყო

ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ექვს დღიანი აზიური ტურნე დღეს ჩინეთში დაიწყო. ტურის განმავლობაში ის მონღოლეთსა და იაპონიას ეწვევა.

ჩინეთში ვიცე პრეზიდენტი ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანმა ამერიკას ახალი შეიარაღების მიყიდვა სთხოვა.

ბაიდენი ასევე ეცდება ჩინელ პარტნიორებში ამერიკის ფინანსური სისტემის მიმართ ნდობა გაამყაროს.

ვიცე პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტი 1982 წელს ერთ-ერთ შეთანხმებაზე ხელმოწერის 29-ე წლისთავს ემთხვევა. მაშინ შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებას ეტაპობრივად შეამცირებდა.

XS
SM
MD
LG