ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება


ბაჰრეინში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება
ბაჰრეინში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება

ბაჰრეინში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება, რისი მიზანიც დემოკრატიული რეფორმების დაწყებაა. ბევრი დემონსტრანტი უკვე ხმამაღლა ითხოვს ალ-ხალიფას ოჯახის მონარქიის დამხობასაც. ორკვირიანი პროტესტის შემდეგ მეფე ჰამადმა მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრი გადააყენა, მათ შორის ორი სამეფო ოჯახის წარმომადგენელია. თუმცა, თანამდებობა შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრმა რომელიც მეფის ბიძაა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბაჰრეინის მეფის ნაბიჯს კაბინეტის გადახალისების შესახებ მისასალმებელი უწოდა და ბაჰრეინის მთავრობას ადამიანთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG