ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს


ბაჰრეინში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს

ბაჰრეინში მთავრობამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. ბაჰრეინის სამხედროების განცხადებით დედაქალაქ მან ამას მთავარ მოედანს სისხლისმღვრელი შეტაკების შემდეგ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები აკონტროლებენ. ქუჩებში ტანკებია გამოყვანილი.

მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანის დარბევის დროს ცრემლსადენ გაზთან ერთად გამოყენებული იყო სპეციალური ტყვიები და შოკის მომგვრელი ხელყუმბარები.

უშიშროების ძალებმა არ დაინდეს მოედანზე შეკრებუილი ქალები და ბავშვები, რომლებიც ძირითადად შიიტი მუსლიმები იყვნენ.

შიიტების მთავარი პოლიტიკური პარტიის ლიდერის ალ-ვეფაქის განცხადებით პარლამენტის დატოვებას გეგმავს. ბაჰრეინს მე-18 საუკუნიდან სუნიტური დინასტია მართვას, არადა ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტი შიიტია.

XS
SM
MD
LG