ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელორუსის დაღმასვლა


1994 წლის შემდეგ, ალექსანდერ ლუკაშენკოს ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში, მეზობელი ევროპული სახელმწფოებისგან განსხვავებით ბელორუსში მდგომარეობა მკვეთრად განსხვავებულია დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის რეფორმების მხრივ. ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ქვეყანა არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, და იქ არც არასდროს ჩატარებულა უცხოელი დამკვირველბლების მიერ სამართლიანად აღიარებული არჩევნები.

საერთაშორისო დამკვირვებლების მონაცემებით, გაყალბდა 2006 წლის არჩევნები. ამის შემდეგ, არაადამიანურად დევნეს ოპოზიციის მომხრეები. ამასობაში უგზო უკვლოდ დაიკარგა მთავრობის არაერთი ოპონენტი.

ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ კორუფციის დონე იმდენად მძიმე იყო ბელორუსში, რომ მდგომარეობამ ამერიკის ინტერესებს მთელს მსოფლიოში შეუქმნა პრობლემა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით.

სწორედ ამ მოტივების გამო, 2006 წელს ამერიკის მთავრობამ სანქციები დააწესა ლუკაშენკოსა და მისი მთავრობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

2010 წლის 19 დეკემბერს, ბელორუსში კიდევ ერთხელ გაყალბდა საპრეზიდენტო არჩევნები. შედეგად, ლუკაშენკო ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. საპასუხოდ, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სანქციების მანდატი გაზარდა კიდევ ერთი წლით. წერილობით განცხადებაში 14 ივნისს, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა: „2010 წლის გაყალბებული არჩევნები, შემდგომში დაწყებული პერიოდი როდესაც უხეშად ირღვეოდა მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებები, დღემდე ქვეყანაში მიმდინარე დაკავებები, დევნა და ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების დაჭერა, ისევე როგორც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა რეპრესიები -ყველაფერი აჩვენებს, რომ ბელორუსის ხელისუფლებამ დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კურსს მკვეთრად გადაუხვია.“

მანამდე გაკეთებულ განცხადებაში, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სანქციები ბელორუსის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაფართოვდებოდა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატებისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების ბრალდებების პარალელურად.

ეს მოქმედებები არ არის ბელორუსი ხალხის წინააღმდეგ მიმართული. ამერიკის მთავრობის სანქციები გათვლილია იმათზე, ვინც რეპრესიებს ატარებს, განსაკუთრებით კი პრეზიდნეტ ალექსანდერ ლუკაშენკოსა და მის ვიწრო პოლიტიკურ წრეზე. იმავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს ბელორუსი ხალხის მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშესაწყობად დახმარება გაზარდოს.

XS
SM
MD
LG