ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილება


სასამართლომ განაჩენი 22 ადამიანს შეერთებული შტატების და ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტების დაგეგმისთვის გამოუტანა

აზერბაიჯანის სასამართლომ 22 ადამიანს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა შეერთებული შტატების და ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტების დაგეგმისთვის.

აღნიშნულ პირებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ელით. ისინი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან თანამშრომლობაში არიან დადანაშაულებულნი. აზერბაიჯანის სასამართლოს მტკიცებით, მათი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის საელჩოები იყო.

აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, ამ პირების მომზადება და იარაღით მომარაგება 1999 წლიდან მიმდინარეობდა.

ირანის მთავრობას ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG