ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქოში ირანული შეთქმულება გაიხსნა


აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით ბაქოში ირანული შეთქმულება გაიხსნა, რომელიც შეერთებული შტატების და ისრაელის საელჩოებზე თავდასხმებს ითვალისწინებდა.

აზერბაიჯაის უშიშროების სამსახურმა ეს განცხადება სამშაბათს გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით 22 ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ იანვარში დააკავეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით ეჭვმიტანილები ირანის რევოლუციურ გუშაგთა გვარდიასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის მინიტრი საფარ აბიევი ორი დღის წინ თეირანში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, რომლის დროსაც მაჰმუდ აჰმადინეჟადს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანის და ბაქოს მეგობრობას ვერაფერი დააზარალებს. თავის მხრივ ბატონმა აბიევმა დაარწმუნა ირანის ლიდერები, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიას ვერავინ გამოიყენებს ირანის წინააღმდეგ თავდასხმისთვის.

XS
SM
MD
LG