ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიის კურორტიდან გაუჩინარებული გოგონა გარდაცვლილი იპოვეს


ფრანგულ-ირლანდიური წარმოშობის 15 წლის გოგონას ცხედარს ოთხშაბათს აუტოფსია ჩაუტარდა. ის მალაიზიის ჯუნგლებში მდებარე კურორტიდან კვირაზე მეტი ხნის წინ გაუჩინარდა.

ნორა ან ქუორინის სხეული სამშაბათს, კურორტიდან 2 კილომეტრის დაშორებით იპოვეს. პოლიცია საქმეს არასრულწლოვნის დაკარგვის მიმართულებით იძიებდა, თუმცა ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ის მოიტაცეს.

ნორას ძებნის პროცესში 350-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული, ეძებდნენ ინდივიდუალურად, ვერტმფრენებით, დრონებით და მაძებარი ძაღლებით. პოლიციის წარმომადგენლები ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და საფრანგეთიდან ასევე ჩავიდნენ მალაიზიაში იმისთვის, რომ აგდილობრივ სამართალდამცავებს დახმარებოდნენ. ოჯახის წევრები ყველა შესაზლო მიზეზის და გარემოების გამოძიებას ითხოვენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG