ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიის აეროპორტებში ტერორიზმის საფრთხის გამო რეისები შეფერხდა


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მალკოლმ ტურნბული ამბობს, რომ ავიალაინერის ჩამოგდების მცდელობის აღკვეთა მოხერხდა.

უსაფრთხოების ზომები ავსტრალიის ყველა დიდ აეროპორტში გამკაცრებულია. პოლიციამ მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ მიღებული ცნობების შემდეგ, სიდნეიში ჩატარებული რეიდების შედეგად 4 ადამიანი დააკავა. უსაფრთხოების ზომების გამკაცრებამ ბევრი რეისის შეყოვნება გამოიწვია. ასობით მგზავრი სასურველ რეისს ახლაც აეროპორტებში ელოდება.

დაკავებულთაგან ერთი ამჟამად უკვე გათავისუფლებულია. ბრალი არ წარუდგენიათ დანარჩენი სამი პირისთვისაც.

ოფიციალური პირები საქმის დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ საქმეში ასაფეთქებელი მოწყობილობა ფიგურირებდა.

არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნულმა ეტიჰადის ავიახაზებმა დაადასტურა, რომ ავსტრალიის პოლიციას საქმის გამოძებაში ეხმარება, თუმცა არ ადასტურებს იმას, იყო თუ არა აფეთქების სამიზნე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG