ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები ავსტრალიის პოლიტიკაში


პრემიერი გილარდი შესაძლოა ხვალ გადადგეს

ავსტრალიის ყოფილი ლიდერი კევინ რუდი ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კევინ რუდი სექტემბრის არჩევნებში ლეიბორისტულ პარტიას გაუძღვება. რუდმა ოთხშაბათს გამართულ კოკუსში 57 ხმა მიიღო 45-ის წინააღმდეგ.

მისი მეტოქე ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ დამარცხების შემთხვევაში პოლიტიკიდან წავიდოდა. მისი გადადგომა ხვალისთვის არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG