ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინესოტაში პოლიციელის მიერ ავსტრალიელის მკვლელობას იძიებენ


მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში სამართალდამცველები ინციდენტს იძიებენ, რომლის დროსაც პოლიციელმა ავსტრალიელი ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა.

ჯასტინ დეიმონდმა შაბათ საღამოს პოლიცია გამოიძახა. ზარის მიზეზი სავარაუდო სექსუალური ძალადობა იყო. ინციდენტის დეტალები გასაჯაროებული არ არის. ცნობილია ის, რომ მას პოლიციელმა მანქანიდან ესროლა და მუცელში სასიკვდილოდ დაჭრა.

მინეაპოლისის პოლიცია აცხადებს, რომ საპატრულო მანქანაში მსხდომ არც ერთ პოლიციელს სხეულზე მიმაგრებული კამერა ჩართული არ ჰქონდა, რაც შტატის კანონის დარღვევაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG