ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთნაირსქესიან პირთა ქორწინება ავსტრალიის პარლამენტმა დააკანონა


ავსტრალიამ ერთნაირსქესიან პირთა ქორწინება ოფიციალურად დააკანონა. შესაბამის კანონს დღეს ქვეყნის პარლამენტმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი. 150 კანონმდებლიდან ცვლილებების წინააღმდეგ მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა მისცა ხმა. ქორწინების დეფინიცია შეიცვალა და ის ამიერიდან იქნება არა „ქალისა და მამაკაცის“, არამედ „ორი ადამიანის კავშირი“.

„ეს არის სიყვარულის, თანასწორობისა და პატივისცემის დღე“, თქვა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა. კანონი ოფიციალურად მომავალი თვიდან ამოქმედდება. წყვილებს, რომლებსაც დაქორწინება სურთ წინასწარი განაცხადის შევსება ერთი თვით ადრე მოუწევთ. შესაბამისად საქორწინო ცერემონიები, ალბათ, იანვრიდან დაიწყება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG