აგვისტოს ომიდან 7 წლის შემდეგ - ომის გამომწვევი მიზეზების ერთობლიობა, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციები და გაყინული კონფლიქტების პერსპექტივა. ამერიკის ხმის კორესპონდენტმა თეა თუაშვილმა ნიუ იორკში ინტერვიუ კოლუმბიის უინვერისტეტის, ჰარიმანის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან ალექსანდრ ქულისთან ჩაწერა.
ცხელი აგვისტოს 2008 წლის შემდეგ შვიდი არანაკლებ რთული და დაძაბული წელი გავიდა. ამერიკელი ექსპერტები ომის დაწყების მიზეზებზე, პასუხისმგებლობაზე და განვითარებულ მოვლენებზე შეფასებებს ისევ აკეთებენ. აგვისტოს ომმა მთლიანად მსოფლიოს გეო-პოლიტიკური სურათი შეცვალა. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარიმანის ინსტიტუტის ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრ ქული რუსეთ-საქართველოს შორის ხუთ-დღიანი სამხედრო დაპირისპირების სამ მთავარ ფაქტორზე საუბრობს.
ალექსანდრ ქული: საკითხი ასე მარტივად არ დგას, რომ არსებობდა დაპირისპირებული ერთი მხარე და იყო მეორე მხარე. 2008 წლის ომი იყო სამი სხავდასხვა ფაქტორის ერთობლიობა, რამაც გამოიწვია ეს დაპირისპირება. პირველი ეს იყო იმ ლოკალური კონფლიქტის გაგრძელება, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოიშვა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ეს იყო ამ გარდამავლი პერიოდის, არათანმიმდევრული და არაორგანიზებული ხელმძღვანელობის პერიოდში დაწყებული ლოკალური კონფლიქტი, რომელიც შემდგომ ეროვნულ-ტერიტორიულ კონფლქიტად გადაიქცა რუსეთსა და საქართველოს შორის. განსაკუთრებით ეს ვარდების რევოლუციის შემდეგ გამწვავდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. ის ცდილობდა, საქართველო მკვეთრად დასავლური ორიენტაციის გზაზე გადეყვანა, რომ ქვეყანა რუსეთის გავლენისგან გამოსულიყო. შესაბამისად, ამ კონფქლიტიდან წარმოიქმნა რეგიონალური კონფლიქტი, სადაც ერთ მხარეს რუსეთია, ხოლო მეორე მხარეს საქართველო და დასავლეთი, ის ქვეყნები რომლებიც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას უჭერდა მხარს. აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ მედვედევმა თავის გამოსვლაში რუსეთის გავლენის სფეროებზე და ასევე დასავლეთის ინტერესებზე და გავლენაზეც ისაუბრა რეგიონში. აგვსიტოს ომში სწორედ ამ სამი ფაზის ერთობლიობაა - ადგილობრივი, ნაციონალური და და გეოპოლიტიკური კონფლიქტი. ამიტომაც არის ეს ომი ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა."
მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების პარალელურად რუსეთი, როგორც ალექსანდრ ქული ამბობს, კონფლიქტის ახალ სახეობას იყენებს, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასაზღვრო ბანერების თვითნებურ გადმოტანას გულისხმობს. ბოლო შემთხვევა სამი კვირის წინ მოხდა, როდესაც რუსებმა სასაზღვრო ნიშნულები 300 მეტრით საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწიეს, ამ მონაკვეთში აზერბაიჯანის და თურქეთის მაკავშირებელი მილსადენი გადის. საუკუნის პროექტი გასულ საუკუნეში ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით აშენდა და საქართველოს უსაფრთხოების ერთგვარ გარანტს წარმოადგენს.
ალექსანდრ ქული: ამგავრი მოძრაობა კონფლიქტის ახალი სახეობაა. ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების უკეთ შერწყმის მიზნით მათი დამოუკიდებლად აღიარების პოლიტიკას მიმართა და ცდილობდა სხვა ქვეყნებსაც მოეხდინათ მათი აღიარება. ეს აღიარების პოლიტიკა ურთიერთოებების ფორმალურობას ემსახურებოდა. ამის შემდეგ რუსეთმა უკრაინის კრიზისის დროს ასევე ჩვეულებრივად დაარღვია ქვეყნის სუვერენიტეტი და არსებული საერთაშორისო კანონმდებლობა. თუმცა ამ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა ქვეყნებმა არ გაიზიარეს აღიარების პოლიტიკა და ის, რისი დემონსტრირებაც მოხდა ამ ტერიტორულ საკითხებთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთში არის ის, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას შეცვალოს კანონები და წესები, საზღვრები განსაკუთრებით სადავო ტეროტორიებზე, რაც თავის მხრივ საკმაოდ არასტაბილურ მდგომარეობას ქმნის. მეორე მიზეზი რისთვისაც მათ გადმოწიეს საზღვარი არის მილსადენის კონტროლი, რომელიც საქართველოს გზაზე გადის. ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ რუსეთს აქტიურად სურს კონტორლი ამ მილსადენზე და ნიშანი, რომ მისი ზედამხედვეელობის ქვეშ უნდა მოექცეს სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტები საქართველოს ტერიტორიაზე. მე ვფიქრობ ეს საკმაო საფრთხეა. რუსეთი აანალიზებს და იცის, რომ სამართლებრივად არ მოქმედებს თუმცა, მე ვფიქობ ეს მეტწილად უკრაინის კრიზისიდან არის გამოწვეული, სადაც რუსეთს სურს პირდაპირ ჩაერიოს უკრაინის საქმეებში, პოსტ-საბჭოთა სივრცის ნაწილში უხეშად შეიჭრას და თავისი წესრიგი დაამყაროს.
ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი რუსი სამხედროების კონფლქიტის ზონიდან გასვლაა.
ალექსანდრ ქული: რუსების ჯარების გაყვანა ძალიან რთული იქნება. ეს პრობლემაა საქართველოში, მოლდოვაში ,უკრაინაში. ასე ცხადია, კონლიქტები მიმდინარეობს იმ ქვეყნებთან, რომელთაც დასავლური ორიენტაცია აქვთ. საქართველოს რაც შეუძლია არის ის, რომ უნდა შეძლოს რუსეთის პოლიტიკას არ ჰყავდეს მხარდამჭერი ძალები, და ასევე გააგრძელოს რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკის საჯაროობა საერთაშორისო დონეზე. ასევე არ უნდა აყვნენ რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის მცდელობას და ამით არ მისცენ საშუალება მეტი გააკეთონ ამ მხრივ. უნდა გაგრძელდეს დასავლეთის ქვეყნებთან პარტნიორობა და კავშირების გამყარება უკრაინასთან, მოლდოვასთან იმ ქვეყნებთან სადაც, ხელისუფლებას ასევე არ აწყობს ამ გაყინული კონფლქიტების გამწვავება. საქართველო ღიად აფიქსირებს თავის სწრაფვას ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და ახლა შესაძლოა, რომ უფრო მეტი მიზეზი არსებობდეს რომ ის ნატოს წევრი გახდეს, თუმცა არსებობენ ქვეყნები რომლებიც ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს სწორედ ამ კონფლქიტის გამო.
რამდენად რეალისტურია რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარება და ამის საფუძველზე ურთიერთობების თუნდაც ეკონომიკურ დონეზე მოწესრიგება. ალექსანდრ ქული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებას ეხმაურება. "ჩვენ არ ვაპირებთ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, რომელიც გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის, მე ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას" -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ალექსანდ ქული: ღარიბაშვილის განცხადება რეალისტურია. საქართველოში რთული ეკონომუკური სიტუაცია, სანქციები ისევ მოქმედებს. საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური კავშირები აქვს და ნუ დაგვავიწყდება ამ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში საქართველოს ლიდერშიპი ცდილობს, ეკონომკური საკითხების გამო ბევრ სხვადასხვა ქვეყანასთან დაამყაროს კავშირი, მათ შორის, ახალ ალტერნატიულ პარტნიორებას ეძებს. ეს რეალისტური მიდგომაა, რომ რუსეთთან გაუმჯობესებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობით უფრო მეტი სარგებელი მიიღოს საქართველომ.
აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღარ არსებობს. არც მაღალ დონეზე ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა შემდგარა. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერც ჟენევის ფორმატით გამართული მოლაპარაკებების დროს თანხმდებიან.