ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იშვიათი წიგნი 30 მილიონ დოლარადაა შეფასებული


არსებობს მხოლოდ 11 ასლი, ერთ-ერთი მათგანი 1947 წელს გაიყიდა 151 000 დოლარად

მოკრძალებული და სადა შესახედაობის წიგნი, რომლის საჯაროდ ხილვა ნიუ იორკში მომავალი კვირიდან იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ მსოფლიოს ყველაზე მაღალი ღირებულების იქნება.
სოტბის აუქციონის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ წიგნი დაახლოებით 30 მილიონ დოლარად გაიყიდება. უბის ფსალმუნის აუქციონი ნოემბერში გაიმართება. ფსალმუნი 1640 წელს მასაჩუსეთის შტატის ქალაქ კემბრიჯში დაიბეჭდა და სავარაუდოდ ის აშშ-ში დაბეჭდილი პირველი წიგნია. არსებობს მხოლოდ 11 ასლი, ერთ-ერთი მათგანი 1947 წელს გაიყიდა 151 000 დოლარად. იმ დროისათვის ეს რეკორდული თანხა იყო.
XS
SM
MD
LG