ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარიაში თავდასხმა მოხდა


პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი კომპანიის თანამშრომელია

შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში ხის გადამამუშავებელ ქარხანაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა.

თვითმხილველთა განცხადებით, ოთხშაბათს ქალაქ მენზნაუში თავდამსხმელმა ცეცხლი მუშებს მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი კომპანიის სასაუზმეში სადილობდნენ.

პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი კომპანიის თანამშრომელია და იგი დაღუპულებს შორისაა. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა მოტივის გამო ჩაიდინა ეჭვმიტანილმა დანაშაული.

კომპანიის ხელმძღვანელი მარიო კაპოზი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელს "მშვიდი" ადამიანი იყო.

შვეიცარიის მედიის განცხადებით, რამდენიმე ხნის წინ ხის გადამამუშავებელმა კომპანიამ წარმოება შეამცირა, რაც ხორბლის დიდმა მოსავალმა განაპირობა.
XS
SM
MD
LG