ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე დესპანს გზავნის


დღეს და ხვალ ყაზახეთში, ასტანაში, რუსეთის სპონსორობით, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები იმართება, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დესპანი დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება.

ეს გუშინ თეთრმა სახლმა განცხადებით დაადასტურა. განცხადება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შორის შემდგარი საუბრის შემდეგ გაკეთდა.

სამშაბათს შემდგარი სატელეფონო საუბარი თეთრმა სახლმა აღწერა, როგორც „ძალიან კარგი“. რამდენადაც ცნობილია, ეს ორ ლიდერს შორის პირველი პირდაპირი კონტაქტი იყო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა სირიის სამხედრო ბაზა დაბომბეს, რომელსაც სირიის ძალებიც და მათი მოკავშირე რუსებიც იყენებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG