ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასანჟის წინააღმდეგ, გაუპატიურების საქმე ხელახლა გაიხსნა


ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმე ხელახლა გახსნეს შვედმა პროკურორებმა. ორშაბათს, სტოკჰოლმში ჟურნალისტებთან საუბრისას, პროკურატურის ოფისის წარმომადგენელმა ევა მარი პერსონმა აღნიშნა, რომ „ისევ არსებობს სარწმუნო მიზეზი იმის სავარაუდოდ, რომ ასანჟმა გაუპატიურება ჩაიდინა“, და დასძინა, რომ ასანჟის დაკითხვა აუცილებელია.

მისივე განმარტებით, ასანჟის ექსტრადიცია ახლა შესაძლებელია დიდი ბრიტანეთიდან. თუმცა ბრიტანეთმა უნდა განსაზღვროს, თუ სად მოხდება ექსტრადირება-შვედეთში თუ აშშ-ში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG