ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთსა და ეკვადორს შორის შეთანხმება ვერ შედგა


ჯულიან ასანჟი კვლავ ლინდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფება

ეკვადორისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა, მხარეებმა შეთანხმებას ჯულიან ასანჟის საკითხთან დაკავშირებით ვერ მიაღწიეს. ეს უკანასკნელი კვლავ ლინდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფება.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰააგის და მისი კოლეგის - რიკარდო პატინოს შეხვედრა ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად შედგა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები მზად არიან, მონახონ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით დიპლომატიური გამოსავალი და კიდევ შეხვდნენ მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG