ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკო აცხადებს, რომ შეთანხმებას დაიცავს


პრეზ. ბაშარ ალ-ასადი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხვდება
სირიის პრეზიდენტი ასადი აცხადებს, რომ მისი მთავრობა დაიცავს ქიმიური იარაღის განადგურებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას ამასთან, მან უარყო სამთავრობო ძალების მიერ აგვისტოში გაზის გამოყენების ფაქტი, რომელმაც ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ამერიკულ ფოქსის-ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან პირობა დადო, რომ ამერიკისა და რუსეთის მიერ მიღწეულ შეთანხმებას დაიცავს. მან თქვა, რომ ქიმიური არსენალის განადგურება ერთი მილიარდი დოლარი დაჯდება და დაახლოებით წელიწადი დასჭირდება.

ინტერვიუ ფოქსის ტელევიზიასთან დამასკოში ჩაიწერა და ის ამერიკულმა საზოგადოებამ 18 სექტემბერს იხილა. ინტერვიუს ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი და ამჟამად, ფოქსის ანალიტიკოსი დენის კუსინიჩი უძღვებოდა.

ასადმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა სამოქალაქო ომს არ იბრძვის. მან სირიაში მიმდინარე კონფლიქტი "ომის ახალ ტიპად" შეაფასა და თქვა, რომ მთავრობა 80 ქვეყნიდან ჩასულ ისლამისტ ექსტრემისტებს ებრძვის. ასადმა ობამას მოუწოდა თავი შეიკავოს სამხედრო მუქარისგან და ამერიკელ პრეზიდენს ურჩია "საკუთარ ხალხს მოუსმინოს."
XS
SM
MD
LG