ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადმა მოსკოვში ვიზიტი დაასრულა


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი მოსკოვიდან დამასკოში დღეს დაბრუნდა. კრემლში ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთის მიერ სირიაში სამი კვირის წინ დაწყებულ სამხედრო ოპერაციაზე ესაუბრა. რუსეთმა ასადის არმიის მხარდამჭერი საჰაერო კამპანია სამი კვირის წინ დაიწყო.

2011 წელს სირიაში საქმოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ასადმა სირიის საზღვრები, სავარაუდოდ, პირველად დატოვა. ომის შედეგად სირიაში სულ ცოტა 240 ათასი ადამიანია დაღუპული.

გუშინ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის დროს, ასადმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დახმარების გარეშე ტერორიზმი უფრო მეტად გავრცელდებოდა. პრეზიდენტი ასადი ძალებს, რომლებიც მისი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან ტერორისტებს უწოდებს.

XS
SM
MD
LG