ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადი კვირას ერს მიმართავს


მიმართვა უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე პირველია

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი კვირას ერს სიტყვით მიმართავს. მთავრობის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტოს სანას განცხადებით, ასადი ქვაყანაში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე ისაუბრებს. ორწლიან სამოქალაქო ომში ანალიტიკოსების განცხადებით, დაახლოებით 60 000 ადამიანი დაიღუპა. სხვა დეტალებზე საინფორმაციო სააგენტოს აღარ გაუმახვილებია ყურადღება.
ასადი რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ პირვალად მიმართავს მოსახლეობას, რომელიც სამთავრობო ძალებისა და მეამბოხეების ინტენსიური ბრძოლების ფონზე გაკეთდება. შეტაკებები დამასკოს გარეუბნებში კი გრძელდება.
XS
SM
MD
LG