ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ჩინეთის პრემიერს ესაუბრა


აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ფოტოგრაფებმა მთქნარების პროცესში დააფიქსირეს. ფოტოზე ასევე იაპონიისა და ჩინეთის პრემიერ მინისტრები. 20 ნოემბერი, 2012 წ.

ასეანის სამიტის პარალელურად რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრა შედგა

პრეზიდენტმა ობამამ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა დადებითად შეაფასა და მას „კონსტრუქციული და კოოპერაციული“ უწოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზიური ტურნე ამით დასრულდა.

ამერიკაში დაბრუნებამდე პრეზიდენტი ობამა კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში ასეანის სამიტს დაესწრო. დღეს ის ჩინეთის პრემიერ ვენ ძიაბაოს შეხვდა. პრემიერის თქმით, ვაშინგტონმა და პეკინმა გლობალური ეკონომიკის გადასარჩენად უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.

ასეანში სამხრეთ-არმოსავლეთ აზიის 10 ქვეყანა ერთიანდება. პრეზიდენტმა ობამამ დახურულ კარს მიღმა რამდენიმე შეხვედრა გამართა. მათ შორის იყო პირდაპირი საუბრები იაპონიის პრემიერთან, იოშიჰიკო ნოდასთან, კამბოჯის პრემიერთან და რეგიონის მრავალ სხვა ლიდერთან.
XS
SM
MD
LG