სკანდალური ვებ-გვერდის „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დღეს ლონდონის სასამართლოში გამოჩნდა, რათა შვედეთში მისი ექსტრადირების მცდელობა გაასაჩივროს. შვედეთში მის წინააღმდეგ საქმე სექსუალური ძალადობის ბრალდებით არის აღძრული. შვედი პროკურორების განცხადებით, ამ ბრალდების უკან ორი შვედი ქალბატონი დგას. 39 წლის ასანჟის ადვოკატები აცხადებენ, რომ შვედეთში გადაგზავნის შემთხვევაში, ასანჟის უკვე შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია ელის, სადაც შესძლოა ის სიკვდილით დასაჯონ ან გუანტანამოს საპატიმროში გაამწესონ.