ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის უშიშროების ძალებმა 26 დემონსტრანტი მოკლეს


სირიის უშიშროების ძალებმა 26 დემონსტრანტი მოკლეს
სირიის უშიშროების ძალებმა 26 დემონსტრანტი მოკლეს

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები აცხადებენ, რომ შაბათს ქალაქ დარააში გამართული საპროტესტო აქციის დროს სირიის უშიშროების ძალებმა 26 დემონსტრანტი მოკლეს.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიციელები და უშიშროების ძალების წარმომადგნელები ზოგიერთ ქალაქში მშვიდობიან დემონსტრანტებს დაშინების მიზნით გაფრთხილების გარეშე უხსნიდნენ ცეცხლს.

მოწმეების განცხადებით, პოლიციამ სროლა პარასკევს დაღუპული რამდენიმე დემონტრსანტის დაკრძალვის ცერემონიალზეც ატეხა.

უშიშროების ძალებისა და პოლიციის მიერ განხორციელებული ამ თავდასხმებით, სირიის მთავრობა ცდილობს ქვეყნაში აგორებული ანტი სამთავრობო ტალღა ჩააცხროს.

XS
SM
MD
LG