ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო


რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

არჩევნებს გაყალბების ბრალდებები და დამკვირვებელთა გაუგონარი დაშინება უძღოდა წინ

დღეს დილით რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლები გამოჩნდნენ. სპეციალისტები გამარჯვებას პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის პარტიას „ერთიან რუსეთს“ უწინასწარმეტყველებენ.

კვირა დილით დაწყებულ არჩევნებს გაყალბების ბრალდებები და დამკვირვებელთა გაუგონარი დაშინება უძღოდა წინ. არჩევნების მონიტორინგის ერთადერთი დამოუკიდებელი ჯგუფი აცხადებს, რომ მათი ლიდერი შაბათს მოსკოვის აეროპორტში 12 საათით დააკავეს. ეს არ იყო პირველი ინციდენტი, რომელიც ორგანიზაცია „გოლოსის“ წინააღმდეგ განხორციელდა. წინა დღეს მოსკოვის სასამართლომ დამკვირვებელთა ჯგუფი საარჩევნო კანონის დარღვევათა მხილებისთვის და ფაქტების ინტერნეტზე გამოქვეყნებისთის 1 000 დოლარით დააჯარიმა. რუსული სახელმწიფო მედია კი დამოუკიდებელი ორგანიზაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პიარ-კამპანიას აწარმოებს.

„გოლოსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, დმიტრი მერეჟკომ, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ორგანიზაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევნებზე მონიტორინგის დასრულებისთანავე გააპროტესტებს.

XS
SM
MD
LG