ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


უკანასკნელი ორი წლის მანძილზე შეერთებული შტატების არმიისთვის ეს დღე ყველაზე დიდი მსხვერპლით გამოირჩეოდა

ორშაბათს ერაყში 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. კიდევ ერთი თავდასხმას ადგილი ჰქონდა ბაღდადში, ინციდენტს 13 ერაყელი შეეწირა.

უკანასკნელი ორი წლის მანძილზე შეერთებული შტატების არმიისთვის ეს დღე ყველაზე დიდი მსხვერპლით გამოირჩეოდა. ქვეყნიდან ჯარის გასვლამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. ამერიკულ მხარეს ჯერ-ჯერობით მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია, თუმცა ერაყელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ამერიკელი ჯარისკაცები გასროლილმა რაკეტამ იმსხვერპლა.

ამას გარდა , მათივე განცხადებით, კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა , რასაც 13 ერაყელის სიკვდილი მოჰყვა. დაჭრილია 15.



XS
SM
MD
LG