ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

5 დაღუპული ბელგიის ქალაქ ლიეჟში


5 დაღუპული ბელგიის ქალაქ ლიეჟში
5 დაღუპული ბელგიის ქალაქ ლიეჟში

ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეიარაღებულმა პირმა 4 ადამინი მოკლა და დაახლოებით 120 დაჭრა. ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელმა ლიეჟის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ავტობუსის გაჩერებაზე გამოიყენა ხელყუმბარები და თოფი. გარდაცვლილთა შორის ორი მოზარდი ბიჭია, ერთი სამოცდათხუთმეტი წლის ქალბატონი და ერთი ორ წლამდე ასაკის ბავშვია, რომელიც მიყენებული ჭრილობებიგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავად ბოროტმოქმედი, ნორდინ ამრანი, თავდასხმის ადგილას გარდაიცვალა. პოლიცია სიკვდილის მიზეზს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ის პოლიციის ტყვიას არ უმსხვერპლია. თვითმხილველები კი თავის მხრივ ამტკიცებენ, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

XS
SM
MD
LG