ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო მარათონს სანტორუმი ეთიშება


სანტორუმმა ეს განცხადება სამშაბათს, პენსილვანიის ქალაქ გეტისბურგში გააკეთა. გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს სანტორუმის პატარა ქალიშვილი, სადაც ის სამი დღის განმავლობაში იშვიათი გენეტიკური დაავადების გართულების გამო იწვა. სანტორუმმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მისი ქალიშვილის ავადმყოფობამ მთელი ოჯახი დააფიქრა და საპრეზიდენტო მარათონიდან გათიშვის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა. ყოფილმა კანდიდატმა დასძინა, რომ მომავალში მთელი ოჯახი მოუთმენლად ელის პატარა ბელასთან უფრო მეტი დროის გატარებას.

რიკ სანტორუმი პენსილვანიის შტატიდან ყოფილი სენატორია. მას დაძაბულ ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ საკუთარ შტატში აპრილის ბოლოს დაგეგმილი პრაიმერის დროს. სანტორუმის მთავარ მეტოქედ მიტ რომნი მოიაზრებოდა.

პენსილვანიელმა პოლიტიკოსმა საპრეზიდენტო მარათონი წამგებიან პოზიციაში დაიწყო, თუმცა მისი პოპულარობა თანდათან მატულობდა საპრეზიდენტო კამპანიიდან სხვა კანდიდატების გათიშვის პარალელურად. ყველასთვის მოულოდნელად ბოლო პერიოდში იგი მარათონში მხოლოდ მცირედი რეიტინგით ჩამორჩებოდა რესპუბლიკელთა ფავორიტ კანდიდატს მიტ რომნის.

XS
SM
MD
LG