ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

27 მაისს კიევში ქართულ-უკრაინული ბიზნეს ფორუმი გაიმართება


27 მაისს კიევში ქართულ-უკრაინული ბიზნეს ფორუმი გაიმართება
27 მაისს კიევში ქართულ-უკრაინული ბიზნეს ფორუმი გაიმართება

ვიქტორ ყიფიანი ქართულ-უკრაინული ბიზნეს-კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ქართულ-უკრაინული საქმიანი კლუბი ერთი თვის წინ იურიდიული ფირმა ”მგალობლიშვილი-ყიფიანი-ძიძიგურის” ინიციატივით და საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით დაფუძნდა.

კლუბის დაარსება კიევსა და თბილისს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის აშკარა ზრდამ განაპირობა - ამბობს კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი :

”ერთი რამ აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებისა, პირდაპირი სახით უკრაინული ინვესტიციები საქართველოში არც თუ ისე მრავლად არის. რეალურად მსხვილი ე.წ. ”პორტფელური” ინვესტორი არის ”პრივატ ჯგუფი”. სიმართლე გითხრათ, ”პრივატ ჯგუფი” ამ ინიციატივას ჯერჯერობით არ შემოერთებია და იმედს ვიტოვებ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ წიაღში ძალიან მალე იქნება მიღებული. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მდგომარეობით კლუბი 12-მდე კომპანიას აერთიანებს . რაოდენობრივად ეს არც თუ ისე ბევრია, მაგრამ იმ ურთიერთობების ფონზე, რომელიც ძირითადად სავაჭრო, ბარტერული პროდუქციის შემოტანა-გაყიდვაში ვლინდება, ეს ვთვლი, რომ არც თუ ისე ცუდი სასტარტო მდგომარეობაა. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, ამ ეტაპზე მზადდება წარმომადგენლობითი ბიზნეს ფორუმი საქართველოზე კიევში, რომელიც 27 მაისს გაიმართება. ფორუმის მიზანია უკრაინული ბიზნესის უფრო მეტად ჩაერთოს ქართულ ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, დიდებული იქნება და შესანიშნავი, თუ ქართული ბიზნესი უფრო მეტად მოიკიდებს უკრაინაში ფეხს, მაგრამ მეტი ალბათობაა უკრაინული ბიზნესის შემოსვლისა საქართველოში, ვიდრე წარმოვიდგინოთ, რომ ქართული ბიზნესი შეიძენს უკრაინულ საწარმოებს, ჩაერთვება უკრაინულ მეტალურგიაში, ავიამშენებლობაში და ა.შ.”

XS
SM
MD
LG