ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი 21-ე საუკუნის მსოფლიოს ლიდერი


შეერთებულ შტატებს შეუძლია, ვალდებულია და იქნება კიდეც მსოფლიოს ლიდერი 21-ე საუკუნეში. განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში საგარეო ურთიერთობათა კომისიის წინაშე გამოსვლისას.

ქალბატონი კლინტონის განცხადებით:“ მსოფლიო ამერიკას იმედის თვალით უყურებს რადგან მას გააჩნია ყველა საშუალება, რათა წარმატებით გადაწყვიტოს გლობალური პრობლემები.“

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით ამერიკა ახალი მსოფლიო არქიტექტურის მშენებლობას იწყებს რომელიც სხვადასხვა ალიანსების ჩამოყალებებას და ურთიერთ თანამშრომლობას ითვალისწინებს რეგიონალურ ორგანიზაციებსა და გლობალურ ინსტიტუტებს შორის. ეს დინამიური პროცესია, რომელიც თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებას შეუწყობს ხელს.

ჰილარი კლინტონის განცხადებით პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია თავისი მოღვაწეობის პირველი ოცი თვის მანძილზე ძველ მეგობრებთან ურრთიერთობის გამყარებას და ახლი ალიანსების ჩამოყალიბებას ცდილობდა და კვლავაც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამერიკა მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან რათა მათ წარმატებით გადაჭრან საკუთარი პრობლემები.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით ამ გზაზე გარდაუვალია აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა ამერიკა ყოველთვის დაიცავს თავის პრინციპებს, რომლებიც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციაშიც არის ჩამოყალიბებული.

დღის წესრიგში არსებული საგარეო პოლიტიკის საკითხები აიძულებს შერთებულ შტატებს კორდინაცია გაუკეთოს საკუთარ რეგიონალურ და გლობალურ ინტერესებს. ამერიკამ დიდი სამუშაო გასწია, რათა ახალი მსოფლიო შეექმნა და ამ პასუხისმგებლობას ვერასოდეს აიცილებს თავიდან. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

XS
SM
MD
LG