ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2018 წელს საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება


2018 წელს საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება

2018 წელს საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში, ხოლო 2022 წელს კი კატარში გაიმართება. ამის შესახებ ფიფამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება.

2018 წლისთვის ტენდერში ჰოლანდია-ბელგია და ესპანეთი-პორტუგალია ერთობლივი პროექტებით მონაწილეობენ. კიდევ ორი პრეტენდენტი ბრიტანეთი და რუსეთი იყო. ბრიტანეთის პროექტის წარდგენა პრემიერ მინისტრ დევიდ კემერონთან ერთად პრინც ვილიამმა და ცნობილმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა დევიდ ბეკჰემმა გააკეთეს. რუსეთის პრემიერი კი საკუთარი ქვეყნის წარსადგენ პრეზენტაციას არ ესწრებოდა.

2022 წლის ჩემპიონატის გამასპინძლების მოთხოვნით ფიფას კომისიას ხუთი ქვეყანა - კატარი, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები - წარუდგა.

ამერიკის პრეზენტაცია ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა და ცნობილმა კინო ვარსკვლავმა მორგან ფრიმანმა გააკეთეს. ფიფას 24 წევრიანი კომისიის 2 წევრს ხმის მიცემის უფლება კორუფციული გარიგების ბრალდებით ჩამოართმვეს.

XS
SM
MD
LG