ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2012 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები


2012 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები

ახლახანს პუტინმა კითხვას აპირებს თუ არა კენჭი იყაროს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთში ასეთი პასუხი გასცა: „ფრანკლინ რუზველტმა 12 წლის განმავლობაში მის გარდაცვალებამდე წარმატებით მართა აშშ-ი“. აღსანიშნავია რომ რუსეთში კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს მეთაური თანამდებობაზე არა - 4, არამედ 6 წელი, 2018 წლამდე შეიძლება დარჩეს. ამ ფონზე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ეკონომიკა კიდევ უფრო დასუსტდება იმის გამო რომ პუტინისათვის ორი რამ არის პრიორიტეტული, ძალაუფლების შენარჩუნება და შემოსავლები, რაც მისივე მმართველობის გახანგრძლივებას უნდა ემსახურებოდეს. ამ საკითხზე ინტერვიუ ამერიკის ხმას პოლიტოლოგმა ბატონმა იგორ კვესელავამ მისცა: -„ მინდა დაგიდასტუროთ ის, რაც თქვა პუტინმა. პუტინი ნამდვილად დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადით. იგი იქნება მომავალი პრეზიდენტი რუსეთში. მას არანაირი ხელშემშლელი ბარიერი არ გააჩნია არც საერთაშორისო თვალსაზრისით და არც ქვეყნის შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ არ დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. რა თქმა უნდა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დღევანდელი რუსეთის პრეზიდენტი სწორედ ვლადიმირ პუტინის მიერ არის „დასმული“. საქართველოს კი რაც შეეხება ჩემის აზრით, პუტინის ხელახალი გაპრეზიდენტება რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ არ შეცვლის“- აღნიშნა ბატონმა იგორმა.

XS
SM
MD
LG