ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2011-2015 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტი


2011-2015 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტი
2011-2015 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტი

2012 წელს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია დაგეგმილი, 2013 წელს საპრეზიდენტო და 2014 წელს კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2011-2015 წლების ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს სტრატეგიული გეგმის პროექტი შეიმუშავა, დოკუმენტის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის გაღრმავებას. ამ თემაზე დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი პოლიტოლოგი ბატონი ნიკა ჩიტაძე საუბრობს.

ნ.ჩ - " საარჩევნო სტრატეგიის შემუშავება გახლავთ მისასალმებელი ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წელს ახლოვდება საპარლამენტო ხოლო 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები აქედან გამომდინარე აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და ამაღლდეს საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური კულტურა, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებმა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორი საარჩევნო გარემო არსებობს ვთქვათ ქვეყანაში, როგორი საარჩევნო სისტემა არსებობს საქართველოში და აქედან გამომდინარე ვთქვათ უზრუნველყოფილნი იყვნენ საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქის ზოგადი საარჩევნო უფლება."

ბატონმა ნიკამ ასევე ისაუბრა იმ სამი ძირითადი სტრატეგიული მიზნის განხორციელებაზე რომელიც ამ გეგმის პროექტშია ჩადებული. საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაცია, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ამომრჩეველთა მაქსიმალური ინფორმირება.

ნ.ჩ - "ეს სტრატეგია თავის თავში მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს. პირველი, რომელიც ესე იგი დაკავშირებული არის დაინტერესებულ პირთა მაქსიმალურ თანამშრომლობაში, რაც გულისხმობს რა თქმა უნდა იგივე სხვადსხვა პოლიტიკური პარტიების ჩართვას საარჩევნო პროცესში, ასე ვთქვათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქალაქეების ჩართვას საარჩევნო სისტემის და კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, რაც ბუნებრივია ვთქვათ ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემის მაქსიმალობას. მეორე, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და აქაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ ვთქვათ საბოლოოდ უნდა დაფიქსირებული იქნეს თუ, როგორი კონკრეტული საარჩევნო სისტემა იარსებებს ქვეყანაში მაგალითისთვის ხომ რამდენი ვთქვათ მაჟორიტარი იქნება წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანო პარლამენტში, რამდენი პროპორციული სიით არჩეული ადამიანი ასევე ვთქვათ როგორი იქნება ამ შემთხვევაში შედგენილი საარჩევნო სიები და ა.შ და ა.შ. და ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მესამე კომპონენტის გათვალისწინება რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალურ იმფორმირებას იმიტომ, რომ ბუნებრივია ამ შემთხვევაში ესე იგი აუცილებელია თითოეული მოქალაქე საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე გაეცნოს თუ რისი უფლება გააჩნია მას და როგორია ვთქვათ კანონმდებლობა, როგორ უნდა იყოს მოქალაქის უფლება უზუნველყოფილი იმასთან დაკავშირებით რომ აირჩიოს ან არჩეულ იქნეს თითოეული მოქალაქე."

ბატონმა ნიკამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სტრატეგიული გეგმის პროექტში ჩადებული პუნქტები ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

ნ.ჩ. - "ბუნებრივია ვთქვათ ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ასევე, როგორც წინასაარჩევნო ასევე არჩევნების მიდინარეობის პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დადებითად აისახება საერთო ჯამში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე."

XS
SM
MD
LG