ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2010 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში


2010 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში
2010 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში 2010 წელს - ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის უფროსი ტენგიზ გოგოტიშვილი საუბრობს.

-"საქართველოს პოლიტიკური მოვლენები ყოველთვის დაკავშირებულია მსოფლიოს პოლიტიკურ მოვლენებთან. საქართველოზე აისახა ყველაფერი ის, რაც ხდებოდა მსოფლიოში. ჩემი პირადი შეფასებით საქართველომ მსოფლიოდან ძალიან ბევრი დადებითი ტენდენცია გადმოიტანა. პირველ რიგში ავღნიშნავ დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს - ეს იყო საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რომელსაც ძალიან დადებითი დახასიათება მიეცა. საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ძალიან დადებითი გავლენა იქონია მსოფლიო პოლიტიკის პროქართულმა ცვლილებებმა - კერძოდ სიტყვა ოკუპაციის დამკვიდრებას. ასევე მე აუცილებლად ავღნიშნავდი საერთაშორისო ფორუმებს, მაგალითად ასტანის სამიტი პრაქტიკულად ჩაიშალა საქართველოს საკითხის გამო. ის, რომ საქართველო გახდა სწორედ განხეთქილების თემა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის ძალიან ღირებული და ფასეული."

XS
SM
MD
LG