ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოჩენილია 20 ტონა მარიხუანა


აღმოჩენილია 20 ტონა მარიხუანა
აღმოჩენილია 20 ტონა მარიხუანა

ამ დროისათვის დაკავებულია 8 ბოროტმოქმედი.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკა-მექსიკის საზღვრის ქვეშ, დახვეწილი და კარგად ორგანიზებული ნარკოტიკების გადამტანი გვირაბი აღმოაჩინეს. ოპერაციის შედეგად ამოღებულია 20 ტონა მარიხუანა.

ამ თვეში მსგავსი მასშტაბის უკვე მეორე რეიდი ჩატარდა სამართალდამცავების მიერ.

საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური პირების განცხადებით, 27 მეტრის სიღრმეზე,1 კილომეტრი სიგრძის გვირაბი ხუთშაბათს აღმოაჩინეს. გვირაბი საკმაოდ ორგანიზებული და კარგად მოწყობილი იყო ლიანდაგებით, ელექტროგაყვანილობითა და სავენტილაციო სისტემით. გვირაბს შეერთებულ შტატებში ორი გასასვლელი ჰქონდა, ქალაქ სანდიეგოს სამხრეთით. მექსიკაში კი გვირაბში შესასვლელი ქალაქ ტიხუანაში, კერძო სახლში აღმოაჩინეს.

აშშ-ში ამ დროისთვის დაკავებულია 3 , ხოლო მექსიკაში კი 5 ბოროტმოქმედი.

XS
SM
MD
LG