ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

14 ტრილიონიანი ვალი და რესპუბლიკელების რეკომენდაციები


14 ტრილიონიანი ვალი და რესპუბლიკელების რეკომენდაციები
14 ტრილიონიანი ვალი და რესპუბლიკელების რეკომენდაციები

ერსკინ ბოულსი: „თუკი ჩვენ არ ვიმოქმედებთ, მაშინ ისტორიაში ყველაზე პროგნოზირებად ეკონომიკურ კრიზის გამოვიწვევთ“

ევროპაში დაწყებულმა ეკონომიკურმა მღელვარებამ შესაძლოა შეერთებულ შტატებზეც მოახდინოს გავლენა თუკი ამერიკელები არ იმოქმედებენ. ეს კი იმ სპეციალური კომისიის ლიდერებს აშფოთებთ, რომელიც ქვეყნის ეროვნული ვალის შესაჩერებლად არის შექმნილი. ვალის რაოდენობა უკვე 14 ტრილიონს აღწევს. კომიტეტის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი ალან სიმპსონია.

„ჩვენ ნანახი გვაქვს მონაცემები და ბევრი რამე არ ვიცით თუ რა ხდება საბერძნეთში და ირლანდიაში, ესპანეთში პორტუგალიასა და იტალიაში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუ ასე გაგრძელდება, ეს ცუდი იქნება,- ამბობს სიმპსონი.

მოხსენება სახელად „სიმართლის მომენტი“ მთავრობას თავდაცვის დანახარჯების 100 მილიარდით შემცირებას და უცხოეთში არსებული სამხედრო ბაზების ერთი მესამედის დახურვას თავაზობს. ასევე ამ დოკუმენტის თანახმად, უნდა გაორმაგდეს ფედერალური გადასახადი ბენზინზე, უნდა შემცირდეს სამედიცინო ხარჯები ასაკოვან მოსახლეობაზე და უნდა გაიზარდოს საპენსიო ასაკი.

თუკი ეს შესრულდება, შეერთებული შტატების დეფიციტი თითქმის 4 ტრილიონით შემცირდება და 2014 წლისთვის ვალის სტაბილიზება მოხდება. თუმცა, დემოკრატი კონგრესმენი ჯენ შაკოვსკი ამ რეკომენდაციების წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას. მისი თქმით, ასეთი მკაცრი ზომები დაბალ შემოსავლიან მოსახლეობაზე იქონიებს უარყოფით გავლენას.

„ჩვენ ვსაუბრობთ ზიანის განაწილებაზე და მე ვფიქრობ რომ ამ მონაცემებით არ გამოვა თანაბრად განაწილება. ზოგმა უფრო მეტი დაკარგა ამ წლების განმავლობაში, ხოლო ზოგმა კი მნიშვნელოვნად მოიგო, ასე რომ სასტარტო პირობები განსხვავებულია, - ამბობს შაკოვსკი.

ამ გეგმას 18 კაციანი კომიტეტის 14 წევრის თანხმობა სჭირდება, რომ დოკუმენტი უკვე კონგრესში შევიდეს. ყოფილმა დემოკრატმა სენატორმა ერსკინ ბოულსმა უკვე განაცხადა გამარჯვების შესახებ. მან თქვა, რომ კომიტეტმა წარმატებით დაიწყო დიალოგი იმ პრობლემაზე, რომლის იგნორირებაც ძალზედ რთულია.

„ყველამ უნდა შევხედოთ, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში. ჩვენ არ ვართ უნიკალურები. თუკი ჩვენ არ ვიმოქმედებთ, მაშინ ისტორიაში ყველაზე პროგნოზირებად ეკონომიკურ კრიზის გამოვიწვევთ. ასე რომ ჩვენ ან უნდა გამოვფხიზლდეთ ან დაველოდოთ რაც მოხდება. და მე გეტყვით, რომ ეს იქნება ძალიან სასტიკი კრიზისი და მოხდება ძალიან სწრაფად,“ - ამბობს ბოულსი.

უმოქმედობის შემთხვევაში კი შესაძლოა გაიზარდოს საპროცენტო დავალიანება საერთაშორისო ინვესტორების მიმართ, ისეთი როგორც არის ჩინეთი. კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით ამერიკის მთავრობის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს შეადგენს. შედარებისთვის, საბერძნეთის ვალი მთლიან შიდა პროდუქტში ევროკავშირის მონაცემებით 2011 წლსითვის 140 პროცენტს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG