ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 12 მეამბოხე მოკლეს


დაღუპულთა შორის უცხოელებიც არიან.

პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ამერიკის ჯარების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 მეამბოხეა მოკლული.

ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკულმა უპილოტო საპრენმა აპარატმა ორი რაკეტა ესროლა ჩრდილოეთ ვაზირისტანის მირანშას რეგიონში მდებარე ერთ-ერთ შენობას.

თვითმხილველების თქმით, დაღუპულთა შორის უცხოელებიც არიან.

აღნიშნული იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი, ისლამაბადს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

XS
SM
MD
LG