ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კეტრინ ეშტონი ირანს მოლაპარაკებას სთავაზობს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა კეტრინ ეშტონმა ამასთან დაკავშირებით ირანის წარმომადგენელს საიდ ჯალილს გაუგზავნა წერილი.

მსოფლიოს ექვსმა უძლიერესმა სახელმწიფომ ირანის ხელისუფლებას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა კეტრინ ეშტონმა ამასთან დაკავშირებით ირანის წარმომადგენელს საიდ ჯალილს გაუგზავნა წერილი.

მოლაპარაკებაში მონაწილეობას გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია მიიღებენ. ქალბატონი ეშტონის განცხადებით მოლაპარაკების მიზანია საერთაშორისო საზოგადოება ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიან მიზნებში დაარწმუნოს.

ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში ადანაშაულებენ, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშაბათს ვაშინგტონში ამ საკითხთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და კონგრესის ლიდერებს ესაუბრა. მან ქებით მოიხსენია კონგრესის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიის წევრები, რომლებიც აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ისრაელის ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ.

თეთრ სახლში შეხვედრისას პრეზიდენტმა ობამამ ისრაელის ლიდერს სთხოვა გაგებით მოეკიდოს ვაშინგტონის პოზიციას, რომელიც ირანის პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით და სანქციების საშუალებით ცდილობს.

თებერვალში ირანის ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობის შესახებ, თუმცა შემდეგ ირანში ჩასულ გაეროს ექსპერტებს არ მისცა ფარჩინის ბირთვული ობიექტის შემოწმების საშუალება.

XS
SM
MD
LG