ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ბიბისის და ამერიკის ხმას ესაუბრა


კლინტონი ბიბისის და ამერიკის ხმას ესაუბრა

ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

ამერიკის ხმასთან და ბიბისისთან ინტერვიუების დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ირანის რეჟიმის მიერ შექმნილი რისკებისა და საფთხის შესახებ ისაუბრა, საფრთხეებზე, რომელსაც ირანი ტერორის სპონსორობით და ბირთვული იარაღის შეძენით ქმნის.


იმავდროულად, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა მკაფიოდ მიჯნავს ირანელ ხალხსა და მის მთავრობას:

კლინტონი: "დამწუხრებული ვარ როცა ირანელი ხალხის სიძლიერის, სიმამაცის, მათი ინტელექტის, კრეატიულობის, ისტორიისა და კულტურის შემხედვარე ირანის რეპრესიული რეჟიმის მოქმედებებს-საკუთარი ხალხის გასაკონტროლებლად, ვადევნებ თვალს."

სახელმიწფო მდივანმა აგრეთვე განაცხადა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ირანელი ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისა და უფლებების სრული გამოხატვისთვის. შესაბამისად, ამერიკის მთავრობა ირანელი ხალხის დახმარებას სხვადასხვა კუთხით ცდილობს.

კლინტონი: "ჩვენ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ როცა კი ამის საშუალება გვეძლევა. ჩვენ კონკრეტულად ვასახელებთ იმ ადამიანებს, ვინც ირანში ადამიანის უფლებებს არღვევს, ჩვენ ამ ხალხის მოგზაურობის უფლებას ვზღუდავთ და მათზე ყურადღების გადატანას საერთაშორისო დონეზე ვცდილობთ."

ამას გარდა, უმაღლესმა ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამერიკა ირანელ ხალხს ეხმარება რეჟიმის მიერ აღმართული ელექტრონული ფარდის მიღმა გარე სამყაროდან ინფორმაციის მისაღებად.

კლინტონი: "ჩვენ სპეციალურ დანადგარებს, განსაკუთრებულ პროგრამებს და ტრეინინგს ვუზრუნველყოფთ რათა ირანელმა ხალხმა-ვირტუალურად და პირადად, ეს უნარები და ახალ დანადგარებზე მუშაობა შეისწავლოს. ამას ვაკეთებთ რათა გვერდი ავუაროთ და დავამარცხოთ რეჟიმის მიერ აღმართული დაბრკოლებები."

კლინტონმა ინტერვიუების დროს გამოაცხადა წლის ბოლომდე თეირანის „ვირტულიაური საელჩოს“ შექმნის შესახებ, სადაც ირანის მოსახლეობას საშუალება ექნებათ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღოს ვიზებისა და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების შესახებ. კლინტონმა დასძინა, რომ ეს ამერიკის კიდევ ერთი მცდელობაა ირანელ ხალხამდე მიიტანოს თავისი სათქმელი.

კლინტონის განცხადებით, ამერიკა და სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს გააკეთებს რათა ირანელმა ხალხმა საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს.

XS
SM
MD
LG