ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაქ ობამა ლიბიას სამხედრო დარტყმით ემუქრება


ლიბიელი მეამბოხეები ბენღაზიში.

ამერიკის პრეზიდენტმა მუამარ კადაფის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გააფრთხილა ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი შეწყვიტოს საკუთარ ხალხთან ომი, წინაღმდეგ შემთხვევაში მას სამხედრო ძალით გასცემენ პასუხს.

თეთრ სახლში გამოსვლისას ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ შაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პარიზში გაფრინდება, სადაც მოხდება საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის ჩამოყალიბება ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის განცხადებით კადაფიმ უკან უნდა დახიოს თავისი ძალები, რადგან აჯანყებულებთან ბრძოლის გაგრძელებამ შესაძლოა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს.

ბარაქ ობამას თქმით შერთებული შტატები არ აპირებს სახმელეთო ჯარების გაგზავნას ლიბიაში, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რათა ლიბიის ზეცა არასაფრენ ზონად გადაიქცეს.

XS
SM
MD
LG