ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლუსკონის მოკავშირეების მარცხი


ბერლუსკონის მოკავშირეების მარცხი

ორშაბათს, იტალიის პრემიერ მინისტრ სილვიო ბერლუსკონის კოალიციამ დიდი მარცხი განიცადა ნეაპოლსა და მილანში გამართულ მერის არჩევნებში.

ბერლუსკონის თავისუფლების ხალხის პარტიის წევრი, მილანის ამჟამინდელი მერი ლეტიცია მორატი მემარცხენე გეზის იურისტმა ჯულიანო პისაპიამ დაამარცხა. გამარჯვებულმა ხმების 55 პროცენტი მიიღო. ბერლუსკონის მშობლიურ და ფინანსურ დედაქალაქ მილანში მმართველი კოალიციის დამარცხებით მემარცხენე პოლიტიკოსები პირველად იღებენ ქალაქის კონტროლს ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ნეაპოლში, ყოფილმა პროკურორმა ლუიჯი დე მაგისტრისმა ამომრჩეველთა ხმების 65 პროცენტი დააგროვა. ბერლუსკონის მოკავშირემ კი ხმების მხოლოდ 35%.

მერის არჩევნების შედეგები, არაერთი იტალიელის მიერ, ქვეყნის პრემიერის პოპულარობის ვარდნის ნიშნად აღიქმება.

XS
SM
MD
LG