ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინა-საპრეზიდენტო ორთაბრძოლა გრძელდება


სერბეთში კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ერპიროვნული გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 30 პროცენტზე მეტი ვერ მიიღო. კვირას საღამოს არსებული წინასწარი შედეგებით, ახლანდელი პრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბორის ტადიჩი თავის მთავარ მეტოქესთან, სერბეთის პროგრესული პარტიის წევრ ტომისლავ ნიკოლიჩთან შედარებით უმნიშვნელო უპირატესობას ინარჩუნებს.

სერბეთში დღესვე ტარდებოდა საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს კოსოვოში მცხოვრებმა სერბებმაც. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 20 მაისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG