ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთიდან ტაჯიკების დეპორტაცია დაიწყო


რუსეთიდან ტაჯიკების დეპორტაცია დაიწყო
რუსეთიდან ტაჯიკების დეპორტაცია დაიწყო

ამ ნაბიჯით რუსეთის მთავრობა ტაჯიკეთს სამაგიეროს უხდის რუსი პილოტის დაპატიმრების გამო.

რუსეთიდან ტაჯიკი მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო. ოფიციალური დუშანბეს განცხადებით, ამ ნაბიჯით რუსეთის მთავრობა ტაჯიკეთს სამაგიეროს უხდის რუსი პილოტის დაპატიმრების გამო. ტაჯიკი პოლიტიკოსების აზრით, დაპატიმრებები და დეპორტაციის ტალღა პოლიტიკური მიზნებითაა მოტივირებული.

რუსეთში სამუშაოდ წასული ათობით ათასი ტაჯიკეთის მოქალაქე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სტიმულს წარმოადგენს ქვეყანაში დარჩენილი მათი ოჯახებისთვის. რუსეთიდან დეპორტაციის შემდეგ, ათასობით ადამიანს საარსებო წყარო შეუწყდება. დეპორტაციის პირველი ტალღა დღეს დაიწყო და 11 ტაჯიკი უკვე სამშობლოშია.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას პოლიტიკური მოტივები არ ახლავს.

XS
SM
MD
LG