ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის ყველაზე ხანგრძლივი 40 წუთი


პრეზიდენტის ყველაზე ხანგრძლივი 40 წუთი
პრეზიდენტის ყველაზე ხანგრძლივი 40 წუთი

აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მან ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ რეიდის დაწყება მას შემდეგ ბრძანა, რაც მისი შეფასებით ამ ოპერაციასთან დაკავშირებულ რისკს ბინ ლადენის შეპყრობის რეალური შესაძლებლობა აჭარბებდა.
ტელეკომპანია სი-ბი-ესისთვის მიცემულ ინტერვიუში, ამერიკის პრეზიდენტმა კვირას განაცხადა, რომ მისი უმთავრესი თავსატეხი კომანდოების უსაფრთხოება იყო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეიდის 40 წუთი მის ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი ორმოცი წუთი იყო თუ არ ჩავთვლიდით მისი ქალიშვილის ავადმყოფობას როცა იგი ექიმისგან პასუხს ელოდა, რომ 3 თვის პატარას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
ობამამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ნათელი არ არის ის, თუ პაკისტანის მთავრობამ იცოდა თუ არა ბინ ლადენის ქვეყანაში ყოფნის შესახებ. თუმცა უკვე ნათელია, რომ ტერორისყს გარკვეული დახმარების ქსელი გააჩნდა პაკისტანში, რა მიზეზითაც იგი ერთ სახლში ხუთიდან ექვს წლამდე ცხოვრობდა. ამასთან ერთად, პრეზიდენტმა პაკისტანის მთავრობა ტერორისტის მფარველად არ მოიხსენია. ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა ტომ დონილონმა აღნიშნა, რომ აშშ ალ-ქაიდას ქსელს არ განიხილავს როგორც "სტრატეგიულად დამარცხებულ" ორგანიზაციას. თუმცა მან ბინ ლადენის სიკვდილი მნიშვნელოვან ეტაპად შეაფასა ამ ორგანიზაციასთან ბრძოლის დროს.

XS
SM
MD
LG