ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ლიბიის ოპერაციაში მონაწილეობას ამართლებს


ობამა ლიბიის ოპერაციაში მონაწილეობას ამართლებს
ობამა ლიბიის ოპერაციაში მონაწილეობას ამართლებს

პრეზიდენტი საგანგებო მიმართვას აკეთებს

ამერიკის პრეზიდენტმა ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი " არაადამიანურ რეპრესიებში" დაადანაშაულა და მას ჰუმანიტარული კრიზისის შექმნაში დასდო ბრალი, რამაც ობამას განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობას მოქმედებისკენ უბიძგა.

ორშაბათს საღამოს სიტყვით გამოსვლისას, აშშ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი არ დალოდებია ლიბიაში ხოცვა-ჟლეტისა და იქ მასობრივი სასაფლაოს მოწყობას, არამედ შექმნილ მდგომარეობაში ჩარევა გადაწყვიტა.

ობამამ აღნიშნა, რომ მიმდინარე დანაშაულზე თვალის დახუჭვა უარის თქმის ტოლფასი იქნებოდა ყველა იმ პრინციპზე, რომელსაც ამერიკა იცავს. უმოქმედობა გაეროს რეზოლუციას უმნიშვნელო დოკუმენტად აქცევდა და ამ საერთაშორისო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოიწვევდა.

ამერიკელმა ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს კამპანია გაეროში ისტორიული მნიშვნელობის კენჭისყრით არის მხარდაჭერილი და რომ ლიბიელი ხალხის დაცვას და არა-საფრენი ზონის კონტროლს თავის თავზე ნატო აიღებს.

ობამამ გაიმეორა მისი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის როლი ამ ოპერაციაში შეზღუდული იქნება სახმელეთო ძალების მონაწილეობის გარეშე.





XS
SM
MD
LG