ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსის ავღანური ტურნეს მეორე დღე


გეითსის ავღანური ტურნეს მეორე დღე

ამერიკის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი მეორე დღეა ავღანეთში იმყოფება. დღეს მან განცხადება გააკეთა და სინანული გამოთქვა რამდენიმე დღის წინ სამხედრო ოპერაციის შედეგად გამოწვეულ სამოქალაქო მსხვერპლთან დაკავშირებით.

გეითსი ყანდაარის პროვინციას ესტუმრა და სამხედრო მოსამსახურეებთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გეიტსმა განაცხადა:

„მიუხედავად იმისა, რომ სამხერო მოსამსახურეების ზუსტი რაოდენობა ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი, ივლისში ავღანეთში დისლოცირებული კონტინგენტის შემცირებას დავიწყებთ.“

ბატონი გეითსის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯარების გაყვანის შემდეგაც არ გამორიცხავს ამერიკელების ავღანეთში დარჩენას, ადგილობრივი ძალებისთვის დახმარებისა და ტრეინინგის მიწოდების მიზნით.

XS
SM
MD
LG