ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი რუსულენოვან ტელეარხს აღადგენს


ტელე-სადგურის ხელმძღვანელი რობერტ პარსონსი ამბობს, რომ არხი რეგიონში მიუკერძოებელ ინფორმაციას გაავრცელებს და იგი მთავრობის პროპაგანდა როდი იქნება.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 25 იანვრიდან გააგრძელებს რუსულენოვანი პირველი საინფორმაციო კავკასიური ტელეარხის გადაცემებს. არხის პროგრამები კავკასიის რეგიონზე იქნება გათვლილი.

როგორც სადგურის გენერალური დირექტორი რობერტ პარსონსი აცხადებს PIK-ის სახელით ცნობილი არხი რეგიონში მიუკერძოებელ ინფორმაციას გაავრცელებს და მის ეთერში არ მოხდება საქართველოს მთავრობის განცხადებების გაჟღერება. არხის მაუწყებლობა ფრანგული სატელიტური კომპანიის-Eutelsat-ის გადაწყვეტილების შემდეგ შეწყდა. არხის მენეჯმენტის განცხადებით, ახალი სადგურის საცდელი პერიოდი დასრულებულია.

საქართველოს მთავრობის მტკიცებით, არხმა ფუნქციონირება ფრანგულ კომპანიაზე რუსეთის ზეწოლის შედეგად შეწყვიტა.

XS
SM
MD
LG