ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქი ზავია ბრძოლების მოლოდინშია


ქალაქი ზავია ბრძოლების მოლოდინშია
ქალაქი ზავია ბრძოლების მოლოდინშია

დასავლეთ ლიბიის ქალაქ ზავიაში გამაგრებული ოპოზიცია, მუამარ კადაფის მომხრე ძალების კოტრშეტევას ელოდება. აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქებში კი, სადაც კადაფის ხელისუფლება აღარ ვრცელდება, ოპოზიციამ დროებითი მთავრობის ფორმირება დაიწყო. რაც შეეხება ქალაქ ზავიას, ის დედაქალაქ ტრიპოლიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბიის ლიდერის კადაფის მომხრე 2000-მდე მებრძოლმა ქალაქს ალყა შემოარტყა. აღსანიშნავია, რომ ზავიაზე ლიბიის უდიდესი ნავთობის და გაზის მილსადენები გადის. ამავდროულად, არაბეთის ყურის ნავთობკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიამ გუშინ ნავთობდაგადაზიდვები განაახლა. ქალაქ თორბუქში ორი ტანკერი დაიტვირთა. აღნიშნული კომპანია ლიბიის უმსხვილესი სამრეწველო სუბიექტია.

XS
SM
MD
LG