ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი კოსოვოშია


ჰილარი კლინტონი კოსოვოშია
ჰილარი კლინტონი კოსოვოშია

ჰილარი კლინტონი კოსოვოშია. ის პრიშტინაში სერბეთიდან ჩავიდა, სადაც ოფიციალურ პირებს სერბეთის ყოფილი პროვინციის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებდა.

“ეს დიალოგი სასარგებლო იქნება ხალხისთვის როგორც კოსოვოში, ასევე სერბეთში როგორც ყოველდღიური, ასევე გრძელვადიანი ურთიერთობების დახვეწისთვის.” - განაცხადა ჰილარი კლინტონმა სერბეთში, ბორის ტადიჩთან ერთად გამართულ საერთო ბრიფინგზე.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი კოსოვოს მთავრობის წევრებს, მათ შორის ქვეყნის პრემიერს, ჰაშიმ ტაჩის და პრეზიდენტ იაკუპ კრასნიკს შეხვდა.

ჰილარი კლინტონს ასევე დაგეგმილი აქვს პრიშტინის ახლოს ეთნიკური სერბული ანკლავების მონახულება, რათა გამოხატოს ამერიკის მხარდაჭერა უმცირესობათა მიმართ ეთნიკურად ალბანურ ქვეყანაში.

კლინტონი სერბ ადგილობრივ ლიდერებს შეხვდება და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერს მოინახულებს, რომელიც პატარა ქალაქ გრაცანიცაში მდებარეობს და იუნესკოს მიერ მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.

XS
SM
MD
LG